მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აისახება თუ არა პანდემია Wizz Air-ის ფასებზე? - კომპანიის განმარტება

ვიზიარის თვითმფრინავი

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების განახლებისთვის ვაქცინაციის დაწყებას ელის.

Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადო პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრენები ვერ აღდგენა მანამდე, სანამ ხალხის ნაკადი მოძრაობას არ დაიწყებს.

„სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ვიცით როდის აღვადგენთ ფრენებს ქუთაისიდან. ჩვენ მზად ვართ ფრენები მიმდინარე წელს დავიწყოთ, რაც შეიძლება მალე, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. გვყავს საკმარისი ავიახომალდებიც.

თუმცა, პრობლემა სხვა რამ არის. იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ დავფრინავდით ახლა ბევრი შეზღუდვაა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა, რომც იყოს ჩვენ ვერ წავიყვანთ, რადგან ის ქვეყნები სადაც დავფრინავთ მათ არ შეუშვებენ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოდან ფრენების აღდგენა არ გვსურს. გვინდა ფრენების აღდგენა მაგრამ შეზღუდვები, რაზეც ვისაუბრეთ ამის საშუალებას არ გვაძლევს. როგორც კი დავინახავთ შეზღუდვები რაღაც ფორმით გამარტივდება ან სრულიად მოიხსნება ფრენებს აღვადგენთ.

ჩვენი ბაზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოგზაურობა, თუმცა ეს ჯერ შესაძლებელი არ არის. ვერ აღვადგენთ ფრენებს სანამ ხალხის ნაკადი მოძრაობას არ დაიწყებს. ამისთვის კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი და იმ მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო, რაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით ფრენას ვერ აღვადგენთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - აღნიშნა ანდრაშ რადომ.

მისივე თქმით, Wizz Air-ი მიყვება იმ მოთხოვნებს, რასაც თითოეული ქვეყანა აწესებს.

„ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულებებით რეისების შესრულებაზე. თუმცა, უნდა ვნახოთ ამისთვის რა შესაძლებლობას მოგვცემს ბაზარი. ჩვენ არ ვაპირებთ ვაქცინაციის პასპორტის მოთხოვნას, არც კორონავირუსის ტესტის ნეგატიურ პასუხებს ვითხოვთ ან რაიმე სხვა ცნობას, რომ მგზავრი ჯანმრთელია, თუმცა ჩვენ მივყვებით იმ მოთხოვნებს, რასაც თითოეული ქვეყანა აწესებს.

ჟურნალისტის კითხვაზე რამდენი ავიახომალდის ბაზირებას გეგმავს Wizz Air-ი საქართველოში ანდრაშ რადო ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის თქმა ძალიან ადრეა და ზუსტი პასუხის გაცემა სპეკულაცია იქნება.

ასევე ჟურნალისტის კითხვაზე აისახება თუ არა პანდემის Wizz Air-ის მომსახურების თუნდაც ბილეთების ფასებზე ანდრაშ რადოს განცხადებით, ამბობს, რომ ეს ფასებზე არ აისახება.

„არა, ეს ფასებზე არ აისახება. ზოგ ქვეყანაში ფასები იმაზე მეტადაც კი არის შემცირებული ვიდრე პანდემიამდე იყო. საავიაციო ინდუსტრიას, მათ შორის Wizz Air-ს გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ მგზავრები ბორტზე დავაბრუნოთ. ჩვენი პასუხისმგებლობაა ტურიზმის ინდუსტრიის დახმარება და ხელშეწყობაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბაზარზე კონკურენცია იქნება. არ ველოდები, რომ ჩვენი ფასები გაიზრდება, ის შენარჩუნდება ისეთივე დაბალ ნიშნულზე როგორც მანამდე იყო, ზოგ შემთხვევაში უფრო დაბალიც იქნება“, - დასძინა ანდრაშ რადომ.