მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ და კოლეჯი „სპექტრი“ ხელოსნების გადამზადებას იწყებენ

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ და კოლეჯი „სპექტრი“ ხელოსნების გადამზადებას იწყებენ

ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ და კოლეჯმა „სპექტრმა“, ხელოსნების პროფესიული გადამზადების პროგროგრამა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „გორგიას“ 40 პარტნიორი ხელოსანი კოლეჯ „სპექტრში“ პროფესიულ გადამზადებას შემდეგი მიმართულებებით გაივლიან: ინტერიერისა და ექსტერიერის მღებავი, დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი და თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი.

„სწავლება 10 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროექტი გორგიას კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელდება. კომპანიას პროფესიულ კოლეჯ „სპექტრთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. სწავლება სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება.

პროფესიული მომზადების კურსის წარმატებული ხელოსნები, სახელმწიფო სერთიფიკატს მიიღებენ, რომელიც აღიარებულია ასევე ევროპულ ქვეყნებშიც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

khelosnebis-gadamzadeba_o_h.jpegkhelosnebis-gadamzadeba_o_h.jpeg