ბიზნესი

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერითა და უშუალო სპონსორობით, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ქობულეთში საზაფხულო ტურნეს ფარგლებში ისვენებენ

ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ქობულეთში საზაფხულო ტურნეს ფარგლებში ისვენებენ
13:25 14.08
დაკოპირებულია

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერითა და უშუალო სპონსორობით, ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები, ქობულეთში, საზაფხულო ტურნეს ფარგლებში, საოჯახო ტიპის სასტუმროში ისვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

მე-12 სკოლა-პანსიონის დირექტორი ჯამბულ ყიფშიძე აღნიშნავს, რომ წლებია ეს ტრადიცია უწყვეტად გრძელდება და უკვე მეცხრე წელია, რაც პანსიონის ბავშვებს, „ჯორჯიან მანგანეზის“ დახმარებით, ზღვის სანაპიროზე დასვენების შესაძლებლობა აქვთ.

„ამ ეტაპზე საზაფხულო ბანაკში 21 ბავშვი და 6 ხელმძღვანელი ვართ. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის და გავრცელებული კორონავირუსის გამო აღსაზრდელები ერთმანეთს ძალიან მონატრებულები იყვნენ, ამ ორ კვირიანმა დასვენებამ და ერთად ყოფნამ სოციალური ურთიერთობა თანდათან აღადგინა. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ორი კვირა და ქობულეთში დასვენება მათთვის არის „პატარა სამოთხე“ დედამიწაზე.

მთელი კოლექტივის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის სპეციალურ მმართველს ნიკოლოზ ჩიქოვანს. ამ კომპანიას გამოკვეთილი როლი აქვს სკოლა-პანსიონის ცხოვრებაში - ეს არ არის მხოლოდ ტრადიცია და უბრალოდ თანამშრომლობა, ეს არის სპონსორობა და ლობირება. მთელი წლის განმავლობაში, ყველა საერო თუ რელგიურ დღესასწაულზე მოდიან ჩვენთან კომპანიის წარმომადგენლები და ყურადღებით, საჩუქრებითა და სხვადასხვა გასართობი პროგრამებით ანებივრებენ ჩვენს ბავშვებს. ასევე, ივნისში გვქონდა გამწვანების აქცია ჩვენი პანსიონის ეზოში, რომელიც როგორც ვიცი შემოდგომითაც იგეგმება.

„ჯორჯიან მანგანეზს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვების თვალსაწიერის გაფართოვებასა და ზოგადად, სკოლა-პანსიონის წინსვლა-განვითარებაში“, - აღნიშნა სკოლა-პანსიონის დირექტორმა ჯამბულ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხეების დარგვის აქცია განახორციელა და მოსწავლეებთან ერთად, მე-12 სკოლა-პანსიონის ეზოში იშვიათი ჯიშის ხეები, ოქროსფერი ტუიები დარგო.

„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ ეკოლოგიური, სოციალური და საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებებია.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
47 წუთის წინ
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდ...
8 წუთის წინ
საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივი...
10 წუთის წინ
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს 4 ქალაქში უმაღლესსა და პროფესიულ სასწ...
15 წუთის წინ
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტრო...
16 წუთის წინ
რამდენად სანდოა კორონავირუსის რუსული ვაქცინა ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციე...
კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკუ...
22 წუთის წინ
ევროკავშირი - ლუკაშენკოს ინაუგურაცია ბელ...
ევროკავშირის მაღალიჩინოსნების აზრით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ბელარუსში...
აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტრ...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის...
13:12
იმერეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტა...
ბოლო რამდენიმე დღეა იმერეთში კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება. ვირუს...