ბიზნესი

საგრანტო ხელშეკრულება GITA-სა და კომპანია Appidea-ს შორის

საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და კომპანია Appidea -ს შორის
15:15 14.09
დაკოპირებულია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ Appidea-მ ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, Appidea 2014 წელს დაარსდა და უფასო (F2P) მობილური თამაშების დეველოპერია. Appidea პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის ქმნის და აქვეყნებს მობილურ თამაშებს.

„კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, კიევსა და ლონდონში. მისი პორტფელი მოიცავს 16 თამაშსა და 2 აპლიკაციას. კომპანიის პროდუქტების ჩამოტვირთების უმეტესობა აშშ-დან არის, თამაშები ასევე პოპულარულია აზიასა და ევროკავშირის ქვეყნებში. კომპანიას აქვს, როგორც საშუალო ხანგრძლივობისა და სირთულის (mid-care), ასევე ყოველდღიური/მარტივი (casual) თამაშების შექმნის ექვსწლიანი გამოცდილება და ორიენტირებულია უმეტესწილად დინამიკურ/საბრძოლო და სათავგადასავლო ჟანრზე. მიღებული გრანტის ფარგლებში კომპანია გეგმავს შექმნას ორი უფასო თამაში IOS - სა და Android-ის პლატფორმებისთვის. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
„ავკრძალოთ მობილური ტელეფონების შეტანა საარჩევნო ჯიხურში“, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ...
20:09
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჯან...
19:24
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. როგორც აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინ...
19:22
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
18:36
ინფექცია, 2020 ადიგენში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გ...
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სოფელ...
18:22
ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღ...
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური...
სექტემბერში ბერლინში ჩარტერული რეისი შეს...
Georgian Airways 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცი...
ირაკლი ხახუბია მხატვართა საერთაშორისო არ...
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკ...