მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

„10 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო წარმატებულად დაბრუნდა ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე და ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შეძლო ევრო ობლიგაციის განთავსება. ინვესტორების მოთხოვნა 4- ჯერ აღემატებოდა ბონდის თანხას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი მხრიდან ქართული ეკონომიკისადმი ნდობას“, - ამის შესახებ თიბისი ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ევრო ობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ასევე, ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებიდან თანხის მოძიებას აპირებენ.

სახელმწიფო ევრო ობლიგაცია იქნება ამონაგების ორიენტირი სხვა ქართული არსებული და სამომავლო ფასიანი ქაღალდებისთვის. დაბალი ორიენტირი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვა ქართულ კომპანიებს უკეთეს ფასად განათავსონ ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბაზრებზე.

„ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწიფომ ასეთი უპრეცედენტოდ კარგი პირობებით მოახდინა ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

ინვესტორთა პოზიტიური განწყობა გამოიხატა პირველ რიგში გაზრდილ მოთხოვნაში და დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რომელიც ისტორიულად ყველაზე დაბალია რეგიონში. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე ბონდების განთავსებაში,“ - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, ევრო ობლიგაციის მოცულობა 500 მლნ დოლარია, ვადა 5 წელი, კუპონი 2.75%, ამ მნიშვნელოვან გარიგებაში საერთაშორი ბანკებთან ერთად JP Morgan, Goldman Sachs, ICBC, ქართული საინვესტიციო ბანკებიც თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart მონაწილეობდნენ.