ბიზნესი

საქართველოს ბანკმა - „ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა

საქართველოს ბანკმა - “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა
11:38 ოთხ. 18 ნოემბერი
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკმა არსებული და პოტენციური ინვესტორებისა და ანალიტიკოსებისთვის  - “ინვესტორთა დღე 2020” ონლაინ რეჟიმში გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში მენეჯმენტის წევრებმა ბანკის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.- ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, პანდემიის პერიოდში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საცალო, კორპორაციულ და საინვესტიციო მიმართულებებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილებებს.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკი ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული, მოწინავე ბანკია, განსაკუთრებით, გადახდებისა და ციფრული პლატფორმების მიმართულებით. ბანკი მნიშვნელოვნად ავითარებს ციფრულ ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს, რათა მომხმარებლებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი შესთავაზოს, გახადოს მეტად პერსონიფიცირებული.

„საქართველოს ბანკს ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უცხოელი ინვესტორების მხრიდან მაღალია ინტერესი ზოგადად საქართველოს ეკონომიკისა და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე.

ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისა და ბანკის სამომავლო ხედვისა და გეგმების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა. მსგავსი შეხვედრები იძლევა კარგ შესაძლებლობას საქართველოში მოქმედი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, „ინვესტორთა დღე 2020“-ს ესწრებოდა 200-მდე მოწვეული ინვესტორი და ანალიტიკოსი.

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ ალი მაღლა ავიდა“, - აცხადებს ადგილობრივი. ამ დროისთვის ხან...
41 წუთის წინ
როგორც სატელევიზიო ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის გ...
20:17
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ეკონომიკას...
20:00
მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი როგორც შეზღუდვების, ისე კომპენსაციების და ანტიკრიზისული პაკ...
19:39
დიეგოს გლოვობს მსოფლიო

მსოფლიო მარადონას გლოვობს (ფოტოგალერია)

25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში საკუთარ სახლში გულის შე...
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პრო...
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებ...
დუბაის და თელ-ავივს შორის პირველი რეგულა...
ავიარეისი კომპანია FlyDubai-მ შეასრულა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ისრაელ...
ლარის ახალი კურსი
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.9466 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9424 ლ...