მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შავი პარასკევი“ „მიჰაუსშიც“ გათენდება!

„შავი პარასკევი“ „მიჰაუსშიც“ გათენდება

ამიერკავკასიაში სამშენებლო და სარემონტო მასალების უდიდეს ჰიპერმარკეტში „მიჰაუსი“ „შავი პარასკევი“ 27 ნოემბერს, აღიარებული ტრადიციით, ნოემბრის ბოლო პარასკევს გათენდება!

„შავი პარასკევის“ ფარგლებში „მიჰაუსი“ უამრავი დასახელების პროდუქციაზე აცხადებს სოლიდურ ფასდაკლებას თავისი 60–ათასიანი ასორტიმენტიდან.

და არა მხოლოდ ფასდაკლება: გარდა საუკეთესო ფასებისა, „მიჰაუსი“ ყოველ მე–100 და მე–500 მომხმარებელს დაასაჩუქრებს. კერძოდ, ყოველი მეასე მომხმარებელი 500–ლარიან სასაჩუქრე ბარათს მიიღებს, ხოლო ყოველი მეხუთასე – 1 000–ლარიანი სასაჩუქრე ბარათის მფლობელი გახდება!

„შავი პარასკევი“ „მიჰაუსში“ არსებულ ნებისმიერ კატეგორიაში დაგხვდებათ.

„შავი პარასკევის“ ფასდაკლებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც უშუალოდ ჰიპერმარკეტში, რომელიც ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის #22-ში, ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზას შენობაში მდებარეობს, ისე „მიჰაუსის“ ონლაინ მაღაზიაში - mihouse.ge.