მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: აზერბაიჯანის არმიამ მინჯივანის დასახლება და ზანგილანის რაიონის 13 სოფელი გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტიიიიიიიი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის არმიამ მინჯივანის დასახლება და ზანგილანის რაიონის 13 სოფელი გაათავისუფლა.

„აზერბაიჯანულმა მამაცმა არმიამ ზანგილანის რეგიონი, ხურამა, ხუმარლი, სარილი, ბაბაილი, უჩუნჩუ აგალი, ჰაჯალი, გირა მუშლანი, უდგუნ, ტურაბადი, იჩერი მუშლანი, მალიკლი, ჯაჰანგირბეილი, ბაჰარლი, და სხვა სოფლები ოკუპაციისგან გაათავისუფლა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Twitter- ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

აგრეთვე, წაიკითხეთ 👇

👉 ალიევი: სომხეთის ხელისუფლება დავაჩოქეთ

👉 ალიევი: ბოლო დღეებში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ