მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანთან ბრძოლაში 36 სომეხი სამხედროა დაჭრილი

სომხეთის დროშა

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, ტავუშის მიმართულებით განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად, 36 სომეხი სამხედრო პირია დაჭრილი. ამის შესახებ News Armenia საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„წინასწარი მონაცემებით, სომხეთის პოზიციებზე თავდასხმების შედეგად დაჭრილია 36 სამხედრო მოსამსახურე, დაიღუპა 4 ჯარისკაცი, დაზიანებულია 4 მანქანა“,- აღნიშნულია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

ამავე ცნობით, ხანძრის შედეგად დაზიანდა საგუშაგო, რომელშიც 2 პოლიციელი დაშავდა. გარდა ამისა, დაჭრილია 1 მშვიდობიანი მოქალაქე.

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს. შეტაკებები მხარეებს შორის ამ დრომდე გრძელდება.

აზერბაიჯანში რამდენიმე ათასმა მოქალაქემ სომხეთთან სრულმაშტაბიანი ომის დაწყება მოითხოვა.