მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: სომხური ჯარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი მოსწავლე დაიღუპა

სომეხი სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ქალაქ ნაფტალანში მთელი ოჯახი დაიღუპა. აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ცნობით, ორი დაღუპული სკოლის მოსწავლე იყო.

მანამდე სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედგად არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 200-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი.

მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.