მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დე ფაქტო მთავრობა სოხუმში აეროპორტის ამოქმედებას გეგმავს

სოხუმის აეროპორტი

ოკუპირებულ აფხაზეთში 2023 წლისთვის სოხუმის აეროპორტის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი განხორციელდება. ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. შემდეგ, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, სოხუმიდან მოსკოვში გაფრენა გახდება შესაძლებელი. კარგი იქნება, თუ აეროპორტის ამუშავება 2023 წლისთვის მოხერხდება“ - განაცხადა ბჟანიამ. ამის შესახებ სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება.

მისი თქმით, 2019 წელს აეროპორტმა ერთობლივი ბაზირების სტატუსი მიიღო, თუმცა მის ამოქმედებას კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუშალა.

ამასთანავე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა, რომ აეროპორტის ამუშავების საკითხში, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს დებულებით, სოხუმის აეროპორტი საქართველოს ეკუთვნის.

შესაბამისად, თვითმფრინავი, რომელიც, ამ ორგანიზაციის აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იფრენს, შესაძლოა, დაპატიმრებული იყოს. ხიშბა ამბობს, რომ ამ მხრივ უახლოეს მომავალში რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის.