მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია ოკუპანტების მიერ დაკავებულზე: საკითხს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ

საქართველოს პრემიერი 2020

„გახელაძესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამოქმედებულიa“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა პროცესს ხელი არ შეეშალოს.

„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს და პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 1 კვირის წინ უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.