მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გალში 60 წლის ქალს ეძებენ

ენგურის ხიდი, 2020

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტში 60 წლის ქალს ეძებენ.

ოჯახის ინფორმაციით, ქალის კვალი გუშინ საღამოდან მას შემდეგ ქრება, როცა ის, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა გადასვლას. ის რამდენიმე პირთან ერთად გადადიოდა.

ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, დაიხრჩო თუ არა 60 წლის ქალი ან მასთან მყოფი სხვა პირები.

მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, 4 ქალი იყო დაღუპული, ამ ეტაპზე კი, ორ ადამიანზეა საუბარი. დეტალების დაზუსტება ვერ ხერხდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.