მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარენ ოჰანჯანიანი: ჯავახეთმა დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს

ოჰანჯანიანი საქართველოდან ჯავახეთის გამოყოფას მოითხოვს

სომეხი პოლიტიკოსი, „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელი კარენ ოჰანჯინიანი „ფეისბუქში“ წერს, რომ ჯავახეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს და დააწესოს კონტროლი რკინიგზაზე და ნავთობსადენზე.

„საქართველოს წინააღმდეგ არაფერი მაქვს. უფრო მეტიც, მე ვამაყობ, რომ ჩემი წინაპრები საქართველოს განიხილავდნენ როგორც სამშობლოდ და მისთვის იმდენი გააკეთეს, რამდენიც არც ერთმა ქართველმა არ გააკეთა. ჩემი განცხადება სასოწარკვეთილებით აიხსნება.

როდესაც საქართველოს ხელისუფლება კრძალავს საკუთარი ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთის გატარებას, რომელსაც ჩვენი არსებობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამით ის აზერბაიჯანის და თურქეთის აგრესიას აქეზებს, რომლის მიზანი ჩვენი ერის განადგურებაა“- წერს ოჰანჯანიანი.

ის ასევე წერს, რომ „საქართველოს მიმართ მის სიყვარულში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“.