მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვარი იხსნება

აფხაზეთის ე.წ. საზღვარი რუსეთთან

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის გახსნაზე შეთანხმება შედგა.

გადაწყვეტილებას წინ ოკუპირებულ რეგიონში ეპიდვითარების შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და როსპოტრებნადზორის დადებითი დასკვნა უძღოდა.

„მოსკოვში აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოლაპარაკებები და კონსულტაციები გრძელდება, თუმცა, საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიღებულია“, - ნათქვამია „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

რუსეთში აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელების დეტალები, მექანიზმები და პირობები ჯერ კიდევ განიხილება.

ე.წ. საზღვარი რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის დღეიდან იხსნება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსეთთან ე.წ. საზღვარი 20 მარტს ჩაიკეტა.