მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში 60 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ სამსახურში არ იარონ

აფხაზეთში ახალი რეგულაციები ამოქმედდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების გამო ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განკარგულებით, 15 ოქტომბრიდან იხურება სკოლები და საბავშვო ბაღები, არ იმუშავებს თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები. აკრძალული იქნება გასართობი, სანახაობრივი და სპორტული ღონისძიებების ჩატარება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, ვინც 60 წელს არის გადაცილებული, შეუძლიათ სამსახურში არ იარონ და მათ ხელფასი შეუნარჩუნდებათ. იგივე ეხება სკოლამდელი ასაკის და მე-4 კლასის ჩათვლით ბავშვთა მშობლებს. დე ფაქტო მთავრობამ იგივე რეკომენდაციით კერძო სტრუქტურებსაც მიმართა.

სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელი ვალდებულია ატაროს სამედიცინო პირბადე და ხელთათმანები. შესაბამისი აღჭურვილობა მათ ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა მიაწოდონ.

დღეს არსებული მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამურად კოვიდინფიცირების 2 479 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 1 100 ადამიანი განიკურნა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა.