მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გაგრაში კომენდანტის საათი გამოაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთი

კორონავირუსის გავრცელების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გაგრის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, მისივე გადაწყვეტილებით ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.

ე.წ. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ "საზღვარზე გადასვლა აეკრძალათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს". ასევე სრულად ჩაკეტილია გალი.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული 2 შემთხვევაა გამოვლენილი.