მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ოთხ ოლქში ე.წ. არჩევნები ტარდება

ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ოთხ ოლქში ე.წ. პარლამენტის „დეპუტატების“ არჩევნები ტარდება, რომელშიც 9 კანდიდატი მონაწილეობს.

ე.წ. არჩევნები კინდიგის, გუდაუთას, ბზიფისა და ოთხარის ოლქებში მიმდინარეობს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც საკანონმდებლო ორგანოში მანდატები გათავისუფლდა. ე.წ მანდატები ასლან ბჟანიამ, ალექსანდრ ანქვაბმა, დიმიტრი დბარმა და იური ხაგუშმა დატოვეს.

ოკუპირებულ რეგიონში „მეექვსე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები“ 2017 წლის 12 მარტს ჩატარდა. ე.წ დეპუტატებს ხუთი წლის ვადით ირჩევენ.