მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში 56 მილიონი საპენსიო დავალიანება დაგროვდა

აფხაზეთის შრომისუნარიანი მოსახლოების 46% სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული

ოკუპირებულ აფხაზეთში 38 ათასი ადამიანი სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 46%-ს შეადგენს. ამასთანავე ე.წ. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სექტორში მხოლოდ 187 ადამიანი მუშაობს.

გამოცემა aiaaira.com-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში საპენსიო დავალიანება დაგროვდა, რომელიც 56 მილიონ რუსულ რუბლს აღწევს (დაახლოებით 2 317 560 ლარი).

ზოგიერთ პენსიონერს აგვისტოს თვის თანხა არ მიუღია. ამის გამო ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საპენსიო ფონდის წარმომადგენლები ჩასვლას გეგმავენ, რომლებიც სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.