მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

ტყვიამფრქვევი ყარაბაღში

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე პუნქტისგან შედგება:

1. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12.00 საათიდან უნდა ამოქმედდეს. ის, პირველ რიგში, ჰუმანიტარულ მიზნებს ითვალისწინებს - ანუ, ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას წითელი ჯვრის კომიტეტის კრიტერიუმების შესაბამისად.

2. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონკრეტული კრიტერიუმები მოგვიანებით შეთანხმდება.

3. აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა შუამავლობით, მოკლე ვადებში, სამშვიდობო დარეგულირების მისაღწევად, სუბსტანტიურ მოლაპარაკებას იწყებენ.

4. მხარეები მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნებას მხარს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მოლაპარაკება გვიან ღამით დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიღებების სახლში გაიმართა.

27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.