მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

ტყვიამფრქვევი მთიან ყარაბაღში

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დაარღვია და სომხეთის სიუნიკის ოლქის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

როგორც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არცრუნ ოვანესიანმა ფეისბუქში დაწერა, აზერბაიჯანმა ქალაქი კაპამი დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხური მხარე დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან გრძელდება.