როგორც „არმენპრესი“ იუწყება სომხეთ აზერბაიჯანის დაპირისპირების შედეგად ყარაბაღში აზერბაიჯანელებმა 9 წლის ბავშვი მოკლეს.
ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის თანამშრომელმა საზოგადოებრივი ტელევიზიის სააგენტოს „ლურერთან“ საუბრისას აღნიშნა.
„პაციენტი ორივე ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, სამწუხაროდ 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა“ , - აღნიშნა ექიმმა.
აზერბაიჯანული მხარის სამიზნე იყო სამოქალაქო მანქანა მარტაკერში, რომელშიც დედა, შვილი და ოჯახის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.
სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა.