მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 კომპანია დასკვნით ეტაპზე - ვინ მუშაობს და როდის ელოდებიან კორონავირუსის ვაქცინას?

კორონავირუსის ვაქცინა ბოლო ეტაპი
1602513725
COVID-19

ამჟამად მსოფლიოში ადამიანებზე 44 სხვადასხვა ვაქცინის ტესტირება ხდება. ამასთანავე, 92 ვაქცინის კლინიკური ტესტირება ცხოველებზე მიმდინარეობს. ამის შესახებ The New York Times წერს.

ადამიანებზე ვაქცინის გამოცდა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, პირველ რიგში SARS-CoV-2-ის გენომის გაშიფვრა მოხდა. კვლევების დასკვნით ეტაპს კი 10-მა კომპანიამ მიაღწია. ზოგიერთი ჯგუფის საქმიანობა უშედეგო აღმოჩნდა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ძირითადი დანიშნულებაა იმუნური სისტემის სტიმულირება ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებისთვის.

ვაქცინამ გამოცდისას მთელი რიგი ფაზა უნდა გაიაროს. ესენია:

1. პრეკლინიკური ტესტირება - ამ დროს ვაქცინის გამოცდა ხდება უჯრედებზე, ხოლო შემდეგ ის ცხოველების ორგანიზმში შეჰყავთ.

2. ტესტი უსაფრთხოებაზე - ვაქცინა მცირე რაოდენობით ადამიანების ორგანიზმში შეჰყავთ დოზირებისა და უსაფრთხოების გასაკონტროლებლად.

3. გაფართოებული კვლევები - ვაქცინას ასობით სხვადასხვა ჯგუფის ადამიანს უკეთებენ, მაგ. ბავშვებს და მოხუცებს და შემდეგ უყურებენ თუ როგორ იმოქმედებს მათზე ვაქცინა.

4. ეფექტიანობის ტესტირება - ვაქცინა ათასობით ადამიანის სხეულში შეჰყავთ და ელოდებიან რამდენი მათგანი დაავადდება მოხალისეებთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს. ეს ფაზა უკვე გარკვეულწილად აჩვენებს შეუძლია თუ არა ვაქცინას დაიცვას ადამიანი კორონავირუსისგან.

5. კომბინირებული ფაზები - ხშირ შემთხვევაში ვაქცინის ტესტირებისას რამდენიმე ფაზის გაერთიანება ხდება. ამ მეთოდით ვაქცინის კვლევები უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

ამჟამად კორონავირუსის ვაქცინის დასკვნით სტადიაზე 10 კომპანია იმყოფება.

1. Moderna და აშშ-ის მედიცინის ეროვნული ინსტიტუტი

2. გერმანული კომპანია BioNTech და Fosun Pharma

3. ჩინური კომპანია CanSino Biologics და სამხედრო სამედიცინო აკადემია

4. რუსეთის ინსტიტუტი Gamaleya Research

5. სამედიცინო ცენტრი Beth Israel Deaconess და კომპანია Johnson & Johnson

6. ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი

7. კომპანია Novavax

8. ჩინური კომპანია Sinopharm და ვუჰანის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი

9. კომპანია Sinovac Biotech

10. ავსტრალიის ბავშვთა კვლევითი ინსტიტუტი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

ცნობისთვის, მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსით 38 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 1 მილიონზე მეტი - გარდაიცვალა.