მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

13 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს ინდოეთის კოვიდ კლინიკაში

ხანძარი ინდოეთში
1619156835
COVID-19

ინდოეთში, მაჰარაშტრის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარს 13 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საავადმყოფოში სულ 90 პაციენტი იმყოფებოდა. დაახლოებით, 21 ადამიანი ახლომდებარე კლინიკებშია გადაყვანილი, მათი უმეტესობა კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

აგრეთვე იხილეთ:

📌ინდოეთში კორონავირუსის ახალი შეთხვევების რაოდენობა 300 ათასს გადასცდა