მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„1500 ინფიცირებული საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია“ - პრემიერი

პრემიერი ბრიფინგზე
1610695962
COVID-19

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო, შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა კოვიდინფიცირებულების სტატისტიკასა და ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში დღიურად 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„1 წელი გავიდა მას შემდგომ, რაც ჩვენ ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა. პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში და მსოფლიოში გრძელდება. საქართველოსთვის დღეში 1500 ინფიცირებული საკმაოდ მაღალი ციფრია. გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი და ჩვენ მაინც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და პირველ თებერვლამდე არსებული შეზღუდვები გავახანგრძლივოთ.

ამასთან, ერთად ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველამ ერთად ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა.

შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის რომ წარმატებულად გავაგრძელოთ ბრძოლა პანდემიასთან, უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა, 3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება ბრძოლაში. ეს პირველ რიგში ტესტირების სქემის შეცვალა, მეორე იქნება მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება იქ სადაც ეს საჭირო იქნება და რა თქმა უნდა ვაქცინაცია“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის უწყებაში ვაქცინაციასთან დაკავშირებული სპეციალური კომისია ორშაბათს გეგმას წარადგენს.

პრემიერის თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ჭორები აბსურდია.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორები და აზრები ისმის. ვერც ვხვდები ეს ინფორმაცია საიდან მოდის, თუმცა ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს არის შექმნილი სპეციალური კომისია ვაქცინაციის, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი - მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოჯისტიკასთან. სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეჟიმი, ასევე მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია.

მეორე - ეს არის წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც უნდა დავიწყოთ. მესამე- რაც შეიძლება სწრაფად ქვეყანაში უზრუნველვყოთ ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არამხოლოდ კოვაქსის პლატფორმის, არამედ სხვა საშუალებებითაც.

ამასთან დაკავშირებით, პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ გეგმას, რომელიც მთავრობაზე იქნება დამტკიცებული.

ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო, შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, - აცხადებს პრემიერი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 245 789-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა

✔️ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადა 20 თებერვალს იწურება