მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

19 სახელმწიფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ს აღმატება

პირბადიანი ქალი
1586530272
COVID-19

იმ სახელმწიფოთა რიცხვი, სადაც ლაბორატორიულად დადასტურებულმა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა 19-მდე გაიზარდა.

ყველაზე მეტი 470 000 ინფიცირებული შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, რაც საერთო რაოდენობის 25%-ს აღემატება. ხოლო იმ ადამიანებიდან ვინც ამჟამადაც მკურნალობის კურსს გადის 36%-ს. მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ინფიცირების 161 000 შემთხვევაა გამოვლენილი რაც ცალკე აღებული ყველა სახვა ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება.

ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს კიდევ 4 ქვეყანაში: ესპანეთი - 157 000, იტალია - 144 000, გერმანია - 119 000 და საფრანგეთი - 117 000 აღემატება. ამავე დროს საფრანგეთში გერმანიასთან შედარებით მსვერპლის რაოდენობა 4.7-ჯერ მეტია და 12 200-ს აღწევს.

ინფიცირებულთა რაოდენობა 50 000-ს ჩინეთში, ირანსა და ბრიტანეთში აჭარბებს. ფატალური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით სიტუაცი ყველაზე მძიმე ბრიტანეთშია 7980 გარდაცვლილი 65 000 შემთხვევიდან. იტალიის მსგავსად სიკვდილიაბიბის კოეფიციენტი ბრიტანეთშიც 12%-ს აღემატება.

COVID 19-ით დაავადებულთა რაოდენობა 20 000-ს კიდევ 5 სახელმწიფოში: თურქეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებსა და კანადაში აჭარბებს. მათგან ყველაზე მეტი - 3000 გარდაცვლილი ბელგიაშია.

ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა ხუთნიშნა რიცხვით კიდევ 6 სახელმწიფოში: ბრაზილიაში, პორტუგალიაში, ავსტრიაში, რუსეთში, კორეასა და ავსტრიაში გამოიხატება.