მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

21 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 21 მლნ-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
1600064693
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 21 მლნ-ს გადააჭარბა. მონაცემები worldometers-მა განაახლა.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიო ყოველდღიურად იზრდება ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა, 14 სექტემბერის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ 19-ს 928 325 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირებულების საერთო რაოდენობას, მათი რიცხვი 29 მლნ-ს აღემატება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა, 2020 წლის იანვარში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინნფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. მიმდინარე წლის 20 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.