მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

23 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან 23 მლნ-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
1600769747
COVID-19

კოვიდინფიცირების ზრდის დინამიკასთან ერთად იზრდება ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში საერთო ჯამში კორონავირუსის დამარცხება 23 მილიონმა ადამიანმა შეძლო.

ამავე მონაცემების თანახმად, გაზრილია ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობაც, 22 სექტემბრის მდგომარეობით მსოფლიოში კოვიდვირუსს 969 811 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირებულების საერთო რაოდენობას, მათი რიცხვი 31 მლნ-ს აღემატება.

ინფორმაციისთვის, კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსმა მსოფლიოს 210-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.