მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

256 თბილისი, 69 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

კორონავირუსი
1616828577
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

✔️ თბილისი - 256

✔️ აჭარა - 36

✔️ იმერეთი - 69

✔️ ქვემო ქართლი - 22

✔️ შიდა ქართლი - 26

✔️ გურია - 6

✔️ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41

✔️ კახეთი - 20

✔️ მცხეთა-მთიანეთი - 7

✔️ სამცხე-ჯავახეთი - 0

✔️ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 313 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 71 პირი.

192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 2 579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 845 პირი.

ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 448 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 პირი.

აგრეთვე დაინტერესდებით:

⚫ 490 ინფიცირება, 219 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

⚫ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა