მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 25 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1627628198
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 1561 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 416338-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5793 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 381246 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,93%, ბოლო 14 დღის - 6,59%, ბოლო 7 დღის - 7,09%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე იხილეთ: 👇

📣ვაქცინირებული ხართ, მაგრამ მაინც ინფიცირდით - როგორ ხდება ეს? - The Washington Post

📣საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები? - „ასტრაზენეკას“ დირექტორის განმარტება

📣იგეგმება თუ არა საქართველოში 6 თვიდან ბავშვების ვაქცინაცია? - ივანე ჩხაიძის განმარტება