მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

29 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
1602738090
COVID-19

Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის დამარცხება საერთო ჯამში 29 მილიონმა ადამიანმა შეძლო.

ამავე მონაცემების თანახმად, მზარდია ინფიცირებულთა ზრდის დინამიკაც. 15 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულია 38 მილიონზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, კორონავირუსს 1 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. შტატები ამ კუთხით ისევ მოწინავე პოზიციაზეა. აშშ-ის შემდეგ, კოვიდვირუსის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთის ფედერაციასა და ესპანეთში.

ინფორმაციისთვის, კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია. ვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.