მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

30 მლნ გამოჯანმრთლებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის ახალი მონაცემები
1603174824
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთლებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. განახლებულ მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში მზარდია ინფიცირებულ პირთა რაოდენობაც. 20 ოქტომბრის მდგომარეობით, მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანია კოვიდინფიცირებული. რაც შეეხება ვირუსით გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 1 123 112-მდე გაიზარდა.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. შტატები ამ კუთხით ისევ მოწინავე პოზიციაზეა. აშშ-ის შემდეგ, კოვიდვირუსის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთის ფედერაციასა და ესპანეთში.

ინფორმაციისთვის, კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია. ვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.