ბოლო 24 საათში, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში 3000-ზე მეტი პირია კოვიდინფიცირებული. გარდაცვლილია 30 ადამიანი, ხოლო 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულების რიცხვი მილიონს უახლოვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.