მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

401 თბილისი, 69 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

უცხოურ მედიაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინტერვიუ ვრცელდება, სადაც ის პანდემიის პერიოდში საქართველოს წარმატებაზე საუბრობს.
1622789862
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 026 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 779 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.59 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.90%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 401

⭕ აჭარა - 69

⭕ იმერეთი - 66

⭕ ქვემო ქართლი - 46

⭕ შიდა ქართლი - 24

⭕ გურია - 15

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 69

⭕ კახეთი - 37

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 20

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 24

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც: 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 943, აჭარაში - 350, იმერეთში - 435.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 776 პირი, მათ შორის, თბილისში - 367, აჭარაში - 87, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 14.

619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 223- აჭარაში. 7 045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა

👉 ეპიდვითარება საქართველოში