მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალია, 8 პირის ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1599722289
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირების 57 ახალი შემთხვევიდან 8 პირის ინფიცირების წყარო უცნობია, ხოლო 5 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.

ექიმი აცხადებს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ინფიცირების წყაროების დადგენის თვალსაზრისით ეპიდკვლევა. ეზუგბაია ამბობს, რომ 57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.

57 ახალი შემთხვევა დაგვემატა. ამ ეტაპზე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1830-მდე გაიზარდა. 57 ახალი დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ.

  • 5-ის წყარო საკონდიტრო „დონაა“
  • 14-ის წყარო გახლავთ ქალაქი ბათუმი
  • 18 პაციენტის წყარო გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი
  • 4 პაციენტის წყარო გახლავთ აჭარაში მოგზაურობის ისტორია
  • 3 პაციენტის ინფიცირება შემოტანილი შემთხვევას უკავშირდება (აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია)
  • 5 გახლავთ სამედიცინო პერსონალი
  • 8 პაციენტთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, 57 პაციენტიდან 25-ის წყარო გახლავთ აჭარა პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტებით.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 9-ით გაიზარდა და გახდა 1334. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ 73% და დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 469 პაციენტი. ამ პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმე გახლავთ 4 პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა გახლავთ 18. დანარჩენი მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა“, - დასძინა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კოვიდვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.