მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

6 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტების წყარო ცნობილია

სინჯები კორონავირუსზე
1588748502
COVID-19

6 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტების წყარო ცნობილია. 2 ზუგდიდის წყაროა, მეორე ორი ბოლნისის, ხოლო დანარჩენები არსებულ წყაროებს წარმოადგენენ.

აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ეზუგბაიას თქმით, პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვს.

"დღეს საქართველოში კოვიდ ცენტრის კლინიკებში არის 332 პაციენტი, 6 ახალი პაციენტი 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის, დანარჩენი არსებული წყაროებიდან. ამ 6 პაციენტთან წყარო ცნობილია. მოთავსდნენ სხვადასხვა კლინიკებში და უტარდებათ მკურნალობა. ჩვენს ცენტრში 56 პაციენტი მკურნალობს, 2 არის შესაძლო შემთხვევა,ჩაუტარდებათ ტესტირება და გაირკვევა მათი მდგომარეობა, ხოლო 54 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენთან. 29 გამოჯანმრთლებული პაციენტიდან 4 ჩვენი ცენტრიდან არის. მძიმე პაციენტებიდან ერთი გვრჩება კრიტიკული, მძიმე პაციენტი, ხანდაზმულია და აქვს ძალიან მძიმე პნევმონია და შაქრიანი დიაბეტი. პროგნოზი როგორი იქნება ვერ გეტყვით",- აღნიშნა ეზუგბაიამ.