მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

777 ინფიცირება, 342 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შტამი
1617951108
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 777 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 287 183-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 276 426 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 2,12%, ბოლო 14 დღის - 2,09%, ბოლო 7 დღის - 2,47%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

📌საქართველოში ჩინური ვაქცინის გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება

📌 კოვიდსტატისტიკა საქართველოს რეგიონებში - 9 აპრილის სტატისტიკა

📌 „პირბადე და ვაქცინაცია - ეს იქნება იმის გარანტია, რომ ავიცილოთ მესამე „ლოქდაუნი“ - ბიძინა კულუმბეგოვი