მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

968 ინფიცირება, 903 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შტამი
1621147942
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 330375-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 308821 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.90%.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 „ვმსჯელობთ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის ნაწილობრივ შემსუბუქებაზე“- თამარ გაბუნია

👉 „ლიეტუვა საქართველოს 15 000 დოზა ვაქცინას აჩუქებს“ - გაბრიელიუს ლანდსბერგისი