მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აბასთუმნის საკარანტინე ზონაში 25 პირი შეიყვანეს

ფილტვის ცენტრი აბასთუმანში
1584712667
COVID-19

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოწყობილ საკარანტინე ზონაში 25 ახალი პაციენტი დაკვირვებისთვის შეიყვანეს. ისინი ნაწილ-ნაწილ, ძირითადად, თბილისიდან გადაიყვანეს.

20 მარტის მდგომარეობით, აბასთუმნის კარანტინში 42 ადამიანია განთავსებული, მათგან 40 საქართველოს მოქალაქეა, ერთი სომხეთის და ერთი აზერბაიჯანის.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მყოფი პირებიდან, სამი იძულებით კარანტინში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო გადაიყვანეს.

საქართველოს მასშტაბით ამჟამად საკარანტინე ზონებში, ჯამში, 1925 ადამიანი იმყოფება.