მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაში გვყავს ინფიცირებული ორსულები, პედაგოგები, ხანდაზმულები... “ - ნონა ეფაძე

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე
1600156801
COVID-19

„დღეს დადასტურებული 170 შემთხვევიდან, 124 აჭარას უკავშირდება“,- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.

მისი თქმით, არსებული შემთხვევების უმეტესი ნაწილი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

შემთხვევები გამოვლენილია:

  • პედაგოგებთან
  • სამედიცინო პერსონალთან
  • ხანდაზმულთა პანსიონში
  • ათი არასრულწლოვანი
  • რამდენიმე ორსული

„დღეისათვის აჭარის ჯამში გვყავს 414 პაციენტი, რომელთაგან 285 იმყოფება კლინიკაში, ხოლო 129 პირი გადაყვანილი გახლავთ კოვიდკარანტინში, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ“,- განაცხადა მან.

ნონა ეფაძეს თქმით, არსებობს ვირუსის გავრცელების რამდენიმე მინიკლასტერი, ასევე ისეთიც, რომელიც წინა დღეებში უკვე დაიხურა.

„ახალი კლასტერები ძირითადად არ გვაქვს, ეს არის ძირითადად დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი“,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დღეს 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული, 170 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.