მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსი აჭარაში
1600931086
COVID-19

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა, აქედან კორონავირუსი 164-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, სტაციონარში 497 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 47 არასრულწლოვანია, 14 ორსული.

კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ 694 პაციენტი იმყოფება, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა. საკარანტინო სივრციდან ბინაზე 38 გაეწერა.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1705 გამოჯანმრთელებულია, 25 გარდაცვლილი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5584 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, კოვიდსასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა კი, 563-ია.