მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება

ბათუმის ბულვარი
1599635021
COVID-19

აჭარაში კორონავირუსის ახალი დადასტურებული 25 შემთხვევიდან 7 შემთხვევა ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება, 3 იუსტიციის სახლის ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახური კონტაქტია, დანარჩენი ერთეული შემთხვევებია, რომელთა შორის სამშობიაროს თანამშრომელიც არის. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის იუსტიციის სახლიდან გადაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია, ამიტომ იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს. რაც შეეხება გარემოსდაცვითი დეპატრტამენტის თანამშრომლებს, ისინი 14-დღიანი ინტერვალით კორონავირუსზე კვლევას ექვემდებარებიან.

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობა კვლავ დაკეტილი რჩება და ის მუშაობას მხოლოდ ყველა ტესტი პასუხის გაგების შემდეგ განაახლეს.