მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1602573864
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 248 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, რეგიონის კოვიდკლინიკებში 542 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 19 არასრულწლივანი და 23 ოსრულია.

კოვიდსასტუმროებში 794 ინფიცირებული პირი რჩება.

რეგიონში ბინაზე 900-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 6867 და გარდაცვლილია ჯამში 102 ადამიანი.