მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექცია 2020
1584290933
COVID-19

"აჭარაში იმპორტირებული ინფიცირების პირველი შემთხვევა დაგვიდასტურდა", - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რეგიონში ქუთაისიდან შევიდა, თუმცა ის კარანტინში იმყოფებოდა, ამიტომ ინფექციის ადგილზე გავრცელების რისკი არ არსებობს.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარაში დაფიქსირდა ასევე თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევები, რაზეც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინა.

ცნობისთვის, სქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.