მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაში კოვიდშემთხვევების მატება მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება“ - ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი
1600877558
COVID-19

დღეს, 23 სექტემბერს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რჩება დაძაბული.

„გვაქვს შემთხვევების მატება, რომელიც შესაძლოა შენარჩუნებული იყოს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლირებადია და არცერთი პაციენტი ყურადღების მიღმა არ რჩება.

ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 227 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 165 კი აჭარაში დაფიქსირდა.