მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანი იმედით ცოცხლობს“ - როდის უნდა ელოდოს საქართველო ვაქცინას

კორონავირუსის ვაქცინა ბოლო ეტაპი
1605270972
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინა მსოფლიოში პანდემიის დასრულების საფუძველი გახდება. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინა იქმნება, საქართველოს 2021 წლის მეორე ნახევრამდე მოუწევს ლოდინი.

„ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, დღეს შექმნილი ვაქცინა ხვალ ჩვენამდე ვერ მოაღწევს. ჩვენ ლოდინი მინიმუმ ნახევარი წელი მოგვიწევს.

ვაქცინა კეთდება და ეს ძალიან კარგია, პოზიტიური სიგნალები ჩვენამდე მოდის, ეს ზოგადად ჩვენი განწყობისთვის ძალიან კარგია. იმედი უნდა გვქონდეს და იმედით ცოცხლობს ადამიანი, მაგრამ ჩვენ ამას თუ რეალისტურად შევხედავთ, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ვაქცინა რამდენიმე თვეში კიდევ გაცხადდება. მესამე ფაზაში 10 ვაქცინაა ძალიან დაწინაურებული, მათ შორის 3-4 ევროპული და ამერიკული კომპანიების მიერ შექმნილი, რომელიც ყველაზე მეტად რესპექტაბელური ვაქცინების შემქმნელები არიან.

ამ ვაქცინებს თავისი წარმოება სჭირდებათ, მას ლოჯისტიკური პრობლემები აქვს განაწილებასთან დაკავშირებით, შემდეგ მათ ტრანსპორტირებასთან.

დარწმუნებული ვარ, 2021 წლის მეორე ნახევრიდან უფრო ხელშესახები გახდება ჩვენთვის, მაგრამ იქამდე ჩვენ უნდა მივიტანოთ თავი, ქვეყანა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვიყოთ იმედიანად, მაგრამ ამავე დროს ახლა ორიენტირებული მიმდინარე, არსებულ პრობლემებზე“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 Pfizer-მა ვაქცინის ტესტირებაში დიდ წარმატებას მიაღწია

🔴 სამხრეთ კორეა რუსული ვაქცინის წარმოებას გეგმავს - რია ნოვოსტი