მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადიგენში კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1601551111
COVID-19

ადიგენში კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა, სკოლაში კი ტესტირება უკვე დაიწყო.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს PCR ტესტირება უტარდებათ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს ელიან, როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი და გადავლენ თუ არა დისტანციურ სწავლებაზე.

მიზეზი სკოლაში არსებული ეპიდვითარებაა, რადგან ერთ-ერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ცოლია, რომელსაც COVID-19 ორი დღის წინ დაუდასტურდა.

სკოლაში ამჟამად 148 მოსწავლე და 24 მასწავლებელი ირიცხება.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დისტანციურ რეჟიმზე უკვე გადავიდა ადიგენის სოფელ ჭეჭლისა და დიდი ზანავის საჯარო სკოლები.