მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი ინფიცირებულებიდან 6 ქობულეთის კლასტერიდანაა

ახალი კორონავირუსუსლი ინფექცია
1586623170
COVID-19

"ქობულეთის ე.წ კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა",- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 6 ახალ პაციენტს შორის ერთი არასრულწლოვანია.

"ახალ პაციენტებს შორის ერთი არასრულწლოვანია. ექვსივე მათგანის ტრანსპორტირება ხდება ახლა კლინიკა "მედალფაში", სადაც სულ, სავარაუდოდ გვეყოლება 24 პაციენტი. მათ შორის ორი მათგანის ტრანსპორტირება შეიძლება მოხდეს თბილისში, ერთ-ერთი არასრულწლოვანისაც. სულ აჭარაში გვყავს 6 განკურნებული ადამიანი. ერთი პაციენტი რჩება კვლავ სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. არასრულწლოვანი არის 10 წლამდე ასაკის მსუბუქი რესპირაციული ჩივილებით",-აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 242 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 57 და გარდაცვლილია 3 პაციენტი.