მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ ვმსჯელობთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1628581111
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება არ განიხილება, თუმცა მომავალში ეს მოთხოვნა შესაძლოა, გარკვეული სეგმენტების წარმომადგენლებს შეეხოს.

„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე არ ვმსჯელობთ, თუმცა შესაძლოა, დადგეს მომენტი, როცა სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად.

თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლოა, ავირიდოთ თავიდან მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 455846-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6182 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 406475 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 5 697 ინფიცირება, 2713 გამოჯანმრთელება, 54 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 „სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში“ - ზაზა წერეთელი (ფოტოები)

👉 „აჭარიდან საშინელი ტალღა გველოდება“ - გია ხუხაშვილი