მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის პრეზიდენტი, 2020
1584129042
COVID-19

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე ამერიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ისაუბრა.

ტრამპის თქმით, აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების 1200 დადასტურებული შემთხვევა და 33 გარდაცვალების ფაქტია.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა. ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 25 შემთხვევაა გამოვლენილი.